Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: მარეგულირებელი ნორმების არარსებობის გამო, შესაძლოა, გარევაჭრობა შერჩევითად აღიკვეთოს

20 მარტი, 2017 11:57

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „უნებართვო გარე ვაჭრობის" წინააღმდეგ თბილისის მერიის ღონისძიებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გარე ვაჭრობის ნებართვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობა მისი შერჩევითი აღკვეთის შესაძლებლობას იძლევა. მოვაჭრეთა საქმიანობა კი მხოლოდ გარკვეული თანამდებობის პირთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული".

საიას განცხადებით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარე ვაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა იმავე კოდექსში წერია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს არა ყოველგვარი გარე ვაჭრობა, არამედ აღნიშნული ქმედება „შესაბამისი ნებართვის გარეშე”.

„თბილისის საკრებულოს დადგენილება კი არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და განმახორციელებელ სუბიექტებს. საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაციები აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ არეგულირებს" - ნათქვამია საიას განცხადებაში. 

მათი თქმით, მნიშვნელოვანია, თბილისის მერიამ გარე ვაჭრობის აღკვეთის დროს დაიცვას მოვაჭრეთა უფლებები და გაითვალისწინოს მათი სოციალური მდგომარეობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა, გარე მოვაჭრეებს აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება.

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას იწყებს - შესაბამისი განცხადება თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა. 

მათი თქმით, აღნიშნული მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, რაიონულ გამგეობებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს არაერთხელ მიმართეს მოქალაქეებმა, რის საფუძველზეც, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გარემოვაჭრეებს უნებართვო საქმიანობის უფლება აღარ მიეცათ.

„ანალოგიური ღონისძიებები უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა ლოკაციაზეც განხორციელდება. უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის უფლება ცოტა ხნის წინ მეწარმეებს ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აღარ მიეცათ.

პარალელურად, თბილისის მერია ითვალისწინებს მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას და მათ სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში სთავაზობს საქმიანობის გაგრძელებას. დედაქალაქის მთავრობა ამ დროისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაზრობების დირექტორებთან, რათა გარემოვაჭრეებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ბაზრობებმა შესაბამისი სავაჭრო დახლები უფასოდ შესთავაზონ" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^