იტალიის საფეხბურთო ისტორიაში პირველად იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ქალი ჩაიბარებს. 42 წლის პატრიცია პანიკო 16-წლამდელთა ნაკრებს გაწვრთნის.
„ეს დიდი მიღწევაა. იმედი მაქვს, ბევრი ქალისთვის მაგალითი იქნება. ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ბევრი „კედელი“ უნდა დავამსხვრიოთ ამ გზაზე", - განაცხადა პატრიცია პანიკომ.
პანიკოს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 204 თამაშში 110 გოლი აქვს გატანილი.