ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა. იტალიის ქალაქ პიზაში გამართულ გათამაშებაში მან ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელი მეტოქე ანგარიშით 15:4 დაამარცხა. ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. აღსანიშნავია, რომ რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი - ნინი თიბილაშვილიც.