ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიერ უცხოელი გამომცემლებისთვის გამოცხადებულ მთარგმნელობითი პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ მეორე სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში 21 საერთაშორისო პროექტი დაფინანსდება.
პროგრამა „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ განკუთვნილია უცხოელი გამომცემლებისთვის, რომლებსაც სურთ ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნა და გამოცემა.
პროგრამის მეორე პერიოდის ფარგლებში გამარჯვებული პროექტებისა და გამომცემლების სრულ სიას „ლიბერალი“ უცვლელად გთავაზობთ:
გერმანია
- ბესიკ ხარანაული, ნატო ინგოროყვა, გიორგი ლობჟანიძე, ლელა ცუცქირიძე, თემურ ჩხეტიანი, რუსუდან კაიშაური - პოეზიის ანთოლოგია - CorvinusPresse
- ზურაბ ქარუმიძე - „Dagny or a Love Feast“ - Weidle Verlag
- ავთანდილ კვასხვაძე - „სიკვდილ სიცოცხლის როკვა“ - Dr. Ludwig Reichert Verlag
- თამაზ ვარვარიძე, სოფია კინწურაშვილი, ნანა ჭურღულია - ქართული დამწერლობა და ტიპოგრაფიკა - ისტორია და თანამედროვეობა - Helmut Buske Verlag
- ნესტან (ნენე) კვინიკაძე - „ისპაჰანის ბულბულები“ - Orlanda Verlag GmbH
- მიხო მოსულიშვილი - „გედები თოვლქვეშ“ - Traian POP Verlag
- მიკა ალექსიძე - „სიკვდილზე არ ლაპარაკობენ“ - Traian POP Verlag
- გრიგოლ რობაქიძე - “კავკასიური ნოველები“ - Arco Verlag GmbH
- ნიკოლოზ ბარათაშვილი - პოეზიის კრებული - Arco Verlag GmbH
- სალომე ბენიძე - „ქალაქი წყალზე“ - Aviva Britta Jürgs GmbH
ავსტრია
- შოთა დვალიშვილი - „ქართული სამზარეულო. 90 რეცეპტი“ - Leopold Stocker Verlag GmbH
- რეზო გაჩეჩილაძე - „საქართველო მსოფლიო კონტექსტში“ - Wieser Verlag GmbH
- დიანა ანფიმიადი - „წინასწარმეტყველება მურაბით“ - Wieser Verlag GmbH
საფრანგეთი
- ბასა ჯანიკაშვილი - „Angry Birds” - Maisond’europe et d’Orient
თურქეთი
- ნაირა გელაშვილი - „მე ის ვარ“ - BenceAjans Basin YayinDagitimEgitimBilisim
- გურამ დოჩანაშვილი, მაკა ლდოკონელი, გურამ ოდიშარია, მიხეილ მოსულიშვილი, ირაკლი სამსონაძე, ბექა ქურხული, გელა ჩქვანავა, ზვიად კვარაცხელია, ინა არჩუაშვილი, თეა თოფურია, კოტე ჯანდიერი, ბელა ჩეკურიშვილი, ირაკლი ლომოური, თამრი ფხაკაძე, ცოტნე ცხვედიანი, ზურაბ ლეჟავა, თეონა დოლენჯაშვილი, ბესო ხვედელიძე, ანა-კორძაია სამადაშვილი, ლუკა ბაქანიძე - მოთხრობების ანთოლოგია - Kalem KulturDernegi
- ერლომ ახვლედიანი - „ვანო და ნიკო“ - DedalusOrganisation Publishing Ltd Co
- ერლომ ახვლედიანი - სხვადასხვა ამბები - DedalusOrganisation Publishing Ltd Co
აზერბაიჯანი
- გიორგი კეკელიძე - „ორი თავგადასავალი“ - ADK Publishing House
- არჩილ ქიქოძე - „სამხრეთული სპილო“ - Qanun Publishing House
უკრაინა
- შოთა იათაშვილი, ანდრო ბუაჩიძე, გიორგი ლობჟანიძე, დათო ყანჭაშვილი, კატო ჯავახიშვილი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, თეონა ბექიშვილი, რუსუდან კაიშაური, პაატა შამუგია, ელა გოჩიაშვილი, სოსო მეშველიანი, გურამ ოდიშარია, მარიამ წიკლაური, ამირან სვიმონიშვილი, დავით რობაქიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი - პოეზიის ანთოლოგია - Publishing House Prdruchnyky I Posibnyky
პროგრამის „ქართული ლიტერატურა თარგმანებში“ პირველი სააპლიკაციო პერიოდის ფარგლებში კი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა 14 ქვეყნის 29 პროექტი დააფინანსა