„დიღომში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო“,- ამის შესახებ „ლიბერალს“ უწყების პრესსამსახურმა აცნობა.
აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ეს დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი ჯერ გაჩერების ბოძს, შემდეგ კი დედა-შვილს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.