
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თამარ ალანიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარსადგენ მოსამართლეობის კანდიდატად თავისი თავი წარადგინა.
„მე რომ არ ვაფასებდე ჩემს შესაძლებლობებს და იმ შანსებს, რომელიც მაქვს, ცხადია, ამ თანამდებობაზე კანდიდატურას არ წარვადგენდი. მე გახლავართ მოქმედი მოსამართლე, რომელსაც 11-წლიანი გამოცდილება აქვს და ასევე მაქვს სტრასბურგის სასამართლოში იურისტად მუშაობის გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება მაძლევს საფუძველს, მქონდეს პრეტენზია აღნიშნულ თანამდებობაზე, - განუცხადა თამარ ალანიამ ჟურნალისტებს.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად განმეორებითი კონკურსი 2017 წლის თებერვალში გამოცხადდა. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 13 აპრილია.
თამარ ალანია: ჩემი არჩევანია მურუსიძე, ადამიანი, ვინც დამოუკიდებელ სასამართლოს ხედავს