Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„10 წელია, გვატყუებენ“ - აქცია „აქსისის“ ოფისთან

22 მარტი, 2017 18:56

 დღეს სამშენებლო კომპანია „აქსისის“ ოფისთან ის მოქალაქეები შეიკრიბნენ, ვინც წლების წინ „აქსისისგან“ ბინები იყიდა, თუმცა ჯერ არ ჩაბარებიათ:

„მე-11 წელია, ველოდები ბინის მიღებას, 41 ათასი დოლარი მაქვს გადახდილი და ასე გვატყუებენ. ჩვენი კორპუსი უნდა დამთავრებულიყო 2008 წლის სექტემბერში, მაქსიმუმ დეკემბერში და დააბრალეს აგვისტოს ომს, რა შუაში იყო აგვისტოს ომი, როცა სექსტემბერში უნდა ჩაებარებინათ ბინა?“, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული მარიამ კაპანაძე

აქციის მონაწილე დავით ლომსაძე კი ამბობს, რომ „აქსისის“ წინააღმდეგ მისი საჩივარი საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა, თუმცა კომპანიამ საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და ახლა გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„გადავიხადე დაახლოებით 60 ათასი დოლარი, პროექტი უნდა დასრულებულიყო 2010 წელს, ხანდაზმულობის გადა გადიოდა და იძულებული გავხდი, საქალაქო სასამართლოში მეჩივლა, პირველი ინსტანციაში მოსამართლემ ჩემი სარჩელი დააკმაყოფილა, შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ“, - ამბობს დავით ლომსაძე 

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ „აქსისთან“ მოგებული სასამართლო დავების მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაახლოებით 300 ადამიანია დაზარალებული.

„წლებია, კომპანია „აქსისი“ ხალხს ატყუებს. დაზარალებულებმა არაერთხელ მიმართეს საქალაქო სასამართლოს და უამრავი დავაც მოიგეს, თუმცა აღსრულება ვერ ხერხდება. კომპანიას, რომლის რეკლამებსაც ყველგან წააწყდებით და რომელიც ჭავჭავაძეზე ათეულობით მილიონიან თაუერსს აშენებს, თურმე ფული არ გააჩნია. უშედეგოდ მოგებული სამოქალაქო დავების შემდეგ პროკურატურას მივმართეთ, თუმცა პროკურატურა არ რეაგირებს და დაზარალებულებს ისევ სამოქალაქოში, იმავე წრეზე აბრუნებს. კომპანია „აქსისი“ კი ჩაბარების ვადას კიდევ უფრო ავადებს და დაზარალებულებს კვლავაც ლოდინისკენ მოუწოდებს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.


საპროტესო აქციის მონაწილეებს დეველოპერული კომანია „აქსისის“ გენერალურმა დირექტორმა, გოგა კაპანაძემ მიმართა. მისი განცხადებით, კომპანია ისეთივე დაზარალებულია, როგორც თავად მოქალაქეები. მან აქციის მონაწილეებს მშენებლობის პროცესისა და პროექტის დასრულების ვადების შესახებ ამცნო.

„მშენებლობა მიდის, პალასი #1-ში დაგვრჩა 3 ბლოკი დასამთავრებელი, პალასი #2-ში - 2 ბლოკი და საირმის 1 ბლოკი - ეს არის ის ვალდებულებები, რაც დღეს „აქსისს“ თქვენ წინაშე აქვს. ჩვენს ყველა ობიექტზე მუშაობა განახლებულია, 2017 წლის ბოლოს ვამთავრებთ „აქსის პალას #1-ში“ მე-6 და 1-ლ ბლოკებს, „აქსის პალას #2-ში“ მე-4 და მე-6 ბლოკებს, ხოლო 2018 წლის შემოდგომაზე ვამთავრებთ „პალასი #1-ის“ მე-7 ბლოკს და საირმის მეორე სადარბაზოს - ამით ჩვენი ვალდებულებები სრულდება. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ვართ დაზარალებულები“, - განაცხადა გოგა კაპანაძემ

აქციის მონაწილეებმა კი „აქსისის“ გენერალურ დირექტორს თავიანთი მოთხოვნების დროული შესრულებისკენ მოუწოდეს

„10 წელია, ამ დაპირებებს ვისმენთ და კიდევ ავადებთ? ვფიქრობ, რომ ლოდინი უკვე სისულელეა. მოვითხოვთ, უკან დაგვიბრუნდეს ჩვენი თანხა ან დაგვაკმაყოფილოთ ალტერნატიული ფართით და ასევე მოვითხოვთ, აგვინაზღაურდეს ზარალი, რომელიც ჩვენ მოგვაყენეთ მთელი 10 წლის განმავლობაში და რომელსაც კიდევ 2 წლით ზრდით“, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გოგა კაპანაძეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^