
„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნულის შესახებ ბრძანებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს ხელს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურმა ამ ბრძანებაში მითითებული ობიექტი მონაცემები ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში უნდა ასახოს.
„დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება", - ვკითხულობთ ბრძანებაში.