Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოჯახში ძალადობა და ნაადრევი ქორწინება - გენდერული ნიშნით ძალადობა ქვემო ქართლში

24 მარტი, 2017 15:26

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“  მიერ ჩატარებული მოკვლევა ქვემო ქართლში ქალთა უფლებრივ მდგომარებას ეხება.

ანგარიშში მოცემული სტატისტიკური ინფორმაცია, ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე რუსთავის, ბოლნისის, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოებიდან, პროკურატურიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქვემო ქართლის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან.

მოკვლევამ აჩვენა, რომ შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით მთავარ გამოწვევად  მოძალადეზე ეკონომიკური დამოკიდებულობის შენარჩუნება და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ უნდობლობა გამოიკვეთა. კვლევის სამიზნე ჯგუფში შემავალი  ქალები მიუთითებდნენ შემთხვევებზე, როდესაც მოძალადის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი, თუმცა, შემდგომ ეტაპზე საპოლიციო კონტროლი ხორციელდებოდა განმეორებითი ძლადობის ფაქტის გამოვლენაზე, ნაცვლად თავად მოძალადეზე მეთვალყურეობისა.

კვლევაშ ნათქვამია, რომ სასამართლო წარმომადგენლობის განხორციელებისას მნიშვნელოვანი პრობლემაა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მარეგულირებელი ნორმები. მაგალითისთვის, „სიდას“ ჰქონდა სამი ერთგვაროვანი საქმე, სადაც მოძალადე მხარეს ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები. ოჯახში ძალადობის საქმეებზე  იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ნორმის არარსებობის გამო, მხოლოდ ერთ შემთხევვაში  განხორციელდა ნებაყოფლობითი ექსპერტიზა, თუმცა ესეც არ იქნა ბოლომდე მიყვანილი. მიზეზი იყოს ის რომ მოძალადეს ესაჭიროებოდა დამატებითი ლაბორატორიული ექსპერტიზა რაზეც  განაცხადა უარი და პრობლემა მოუგვარებელ დარჩა.

„პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ  ფსიქოლოგიის და სოციალური სამსახურის ჩართულობა განსაზღვრულია მხოლოდ მსხვერპლთათვის, ხოლო მოძალადე არ გადის არანაირი რეაბილიტაციის კურსს. მართალია, ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ კანონის მე -10 მუხლის, მე-7 პუნქტით განსაზღვრულია მოძალადეთა რეაბლიტაცია-რესოციალიზაციია, თუმცა, რელაურად ეს ნორმა არ მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძალადე პრობაციონერია“, - ნათქვამია კვლევაში. 

როგორც სტატისტიკა აჩვენებს,  ქვემო ქართლში 2016 წელს საკმაოდ ბევრი მიმართვა განხორციელდა ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკაშირებით. პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  348 მიმართვიდან პოლიციის მხრიდან მხოლოდ 144 შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის დამტკივების მოთხოვნით სასამრთლოსთვის მიმართვა, საიდანაც 102 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სასმამრთლოდან გამოთხოვილი სტატისტიკით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა  194 შემაკავებელი ორდერის დამტკიცების მოთხოვნის შუმადგომლობა.  თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომა - 12 შუმდგომლობა, ხოლო ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ - 63 შუამდგომლობა.

რაც შეეხება დამცავრ ორდერებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ კითხვის ნიშანს აჩენს დამცავი ორდერების სიმცირე. ქვემო ქართლის რეგიონში ჯამურად, დამცავი ორდერების გამოცემის მოთხოვნით მიმართა 35 -მა განმცხადებელმა, საიდანაც 25 შემთხვევაში დამტკიცდა დამცავი ორდერი.

სისხლის სამართლის საქმეები ოჯახში ძალადობის ფაქტებზე

ქვემო ქართლში მოქმედ სასამართლოებში დასრულებული საქმეებიდან ჯამში ოჯახში ძლადობის 38 სისხლის სამართლის საქმიდან მოძალადე ბრადებულების მიმართ მხოლოდ 2 შემთხვევაში იქნა გამოყენებული საპატიმრო სასჯელ. მიუხედავად იმისა, რომ 6 შემთხვევაში მათ შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა, ხოლო 7 შემთხვევაში გირაო, დანარჩენ შემთხვევაში აღკვეთი ღონისძიების სხდომაზევე მოხდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ სასამართლოებს გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანიათ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემას წარმოადგენს სასჯელის ზომის არაადეკვატურობა ჩადენილ ქმედებასთთან მიმართებაში.

„ბრალდების მხარის მიერ ხდება ქმედების არასწორი კვალიფიკაცია. დამკვიდრებული პრაქტიკით, მოძალაადეები, რომელთა მიმართაც აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა, წინასასამართლო სხდომაზე აღიარებენ დანაშაულს, არ ხდიან სადავოდ მტკიცებულებებს, რის გამოც დაზარალებულ მსხვერპლს პროცესზე დასაკითხად აღარ იბარებენ. ამ პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც რომ დაზარალებული სისხლის სამართლის პროცესში აღარ წამოადგენს მხარეს. გარდა ამისა, საპროცესო შეთანხმებამ მიიღო ფორმალური ხასიათი, ხშირ შემთხვევაში თანხა ისევ დაზარალებულის გადასახდელია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ხდება შვილის მხრიდან მშობელზე ძალადობა. ასევე, ხშირად დაზარალებულები თანხმობას აცხადებენ საპროცესო შეთანხმებაზე იმის გამო, რომ მოძალადეს გირაო აქვს შეფარდებული და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მსხვერპლზე. მსხვერპლს კი აღარ აქვს იმის რწმენა, რომ სასამართლო შეძლებს მისი პრობლემის მოგვარებას, რადგან მოძალადეს  გირაო შეუფარდეს და  აღარ მიდის დამატებით რისკზე და აცხადებს თანხმობას, „- ნათქვამია კვლევაში.  

ნებაყოფლობითი სქესობრივი  კავშირის შემთხვევები 16 წელს მიუღწეველ არასრულწლოვანებთან

კვლევაში ნათქვამია, რომ მიუხედავად სასჯელის სიმძიმისა, ქვემო ქართლის რეგიონში საკმაოდ ხშირია ნაადრევი ქორწინების შემთხვევები.  ფაქტების გამოვლენა, უმეტეს შემთხვევაში ხდება სამოქალაქო რეესტრის მიერ მიწოდებული ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, რა დროსაც იწყება გამოძიება, თუმცა, რეალურად ბრალდებულსა და დაზარალებულს ამ დროსიათვის უკვე თანაცხოვრების საკმაო ხანი აკავშირებთ.

ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედ სასამართლოებში განხილული 15 საქმიდან გირაო შეეფარდა მხოლოდ ერთ ბრალდებულს, დანარჩენ შემთხვევებში პირველი წარდგენისთანავე გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრა ჯარიმა და პირობითი მსჯავრი. არცერთ შემთხვევაშ არ მომხდარა საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მიუხედავად გამკაცრებული სასჯელებისა, მაინც დაბალია ცნობიერების დონე ქვემო ქართლის რეგიონში და როგორც მათი გასვლითი  შეხვედრებისას გამოიკვეთა იყო შემთხვევებიც, რომელზეც არ დაწყებულა გამოძიება, რადგან არასრულწლოვანის ოჯახებს საჩივარი არ შეუტანიათ.

რეკომენდაციები

„სიდას“ რეკომენდაციაა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომ უნდა შეიცვალოს მოძალადეთა მიმართ არსებული მიდგომა და აუცილებელია გარკვეული პერიოდულობით, მოძალადეს ჰქონდეს ვალდებულება გამოცხადდეს პოლიციაში, რაც იქნება განმეორებითი ძალადობის ჩადენის შემაკავებელი ფაქტორი.  ასევე, ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის მე-16 მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია პოლიციის მოვალეობები უნდა დაემატოს  ჩანაწერი პოლიციის მხრიდან მოძალადის ქცევის კონტროლის პერიოდულობაზე და ფორმაზე, რაც შეცვლის არსებულ პრაქტიკას.

ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავ რეკომენდაციით, შეიცვალოს 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის შემთხვევებზე რეაგირების არსებული პრაქტიკა. ბრალდებულები რომლებიც აგრძელებენ არასრულწლოვანთან ცხოვრებას, რითაც ფაქტობრივად გრძელდება დანაშაული არ უნდა იხდიდნენ ჯარიმას; ოჯახური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო შეტთანხმებაზე დაზარალებულის თანხმობა არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს. საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა დაზარალებულს გააზრებული აქვს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივი შედეგები.

ასევე, რეკომენდაციაა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ დაინერგოს მოძალადეთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კონკრეტილი მოდელი ადმინისტრაციულ წარმოებაში. განათლების სამინისტროს კი მიმართავენ გაამკაცროს კონტროლი სკოლების ადმინისტრაციებსა და მასწავლებლევზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნაადრევი ქორწინების შემთხვევაში შეტყობინების ვალდებულებების რეალურად განხორციელება.  უნდა განხორციელდეს ცნობიერების ამაღლების კამპანია ნაადრევი ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^