Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

27 მარტი, 2017 14:38

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, ნანობს მომხდარს და თავად მისი სურვილია, რომ დარჩენილიყო პატიმრობაში. 

„არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ადამიანი, ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად იყოს პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან კვინიკაძემ. 

22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში 45 წლის ქალს და მის 9 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^