რუსეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და კვირას გამართული აქციების ორგანიზატორს, ალექსეი ნავალნის 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. ალექსეი ნავალნი ერთ-ერთი იყო იმ ასობით ადამიანს შორის, რომელიც კვირას დემონსტრაციაზე დააკავეს.
როგორც კრემლში აცხადებენ, ოპოზიცია სამართალდარღვევებს უწყობდა ხელს და მის პროვოცირებას ახდენდა.
დღეს კრემლმა უარი განაცხადა აშშ-ისა და ევროკავშირის მოწოდებების შესრულებაზე, გაეთავისუფლებინა გუშინ ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მოქალაქეები. კრემლის განცხადებით, დემონსტრაციები არასანქცირებული იყო და ორგანიზატორები მოზარდებს თანხას უხდიდნენ აქციებზე დასასწრებად.
კორუფციის დასაგმობად და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გადადგომის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
ფოტო: Agence France Presse