ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის ქალაქების მიმართულებით ფრენას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ასრულებს, ჯამში 10 ქალაქი: ლარნაკა, ბერლინი, დორტმუნდი, მემინგენი, სალონიკი, ბუდაპეშტი, მილანი, ვილნიუსი, ვარშავა, კატოვიცე.
18 ივნისიდან კი პირდაპირი რეისები ლონდონის მიმართულებითაც დაიწყება.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ქალაქში აპრილში გამგზავრებას გადაწყვეტთ, მიმართულებისა და ფრენის სასურველი თარიღის არჩევის შემდეგ ვებგვერდი ბილეთის სამ განსხვავებულ ფასს შემოგთავაზებთ: Basic, Wizz Go და Wizz Plus.
Basic ტარიფი, როგორც წესი, ყველაზე იაფია. მასში შედის მხოლოდ მცირე ხელბარგი (ზომები: 42 x 32 x 25 სმ) და რეისზე ონლაინრეგისტრაციის შესაძლებლობა.
თუ ბილეთებს აპრილში გასამგზავრებლად Basic ტარიფით დღეს დაჯავშნით, მგზავრობის შედარებით ოპტიმალური ფასი ასეთია:
ბერლინი (გერმანია) - გამგზავრება 10 აპრილს - დაბრუნება 21 აპრილს (269,98 ლარი)
ბუდაპეშტი (უნგრეთი) - გამგზავრება 15 აპრილს - დაბრუნება 24 აპრილს (328,98 ლარი)
ლარნაკა (კვიპროსი) - გამგზავრება 15 აპრილს - დაბრუნება 25 აპრილს (116,98 ლარი)
დორტმუნდი (გერმანია) - გამგზავრება 13 აპრილს - დაბრუნება 27 აპრილს (314,98 ლარი)
მემინგენი (გერმანია) - გამგზავრება 13 აპრილს - დაბრუნება 27 აპრილს (288,98 ლარი)
სალონიკი (საბერძნეთი) - გამგზავრება 11 აპრილს - დაბრუნება 25 აპრილს (165,98 ლარი)
მილანი (იტალია) - გამგზავრება 12 აპრილს - დაბრუნება 24 აპრილს (285,98 ლარი)
ვილნიუსი (ლიტვა) - გამგზავრება 9 აპრილს - დაბრუნება 23 აპრილს (242, 98 ლარი)
ვარშავა (პოლონეთი) - გამგზავრება 11 აპრილს - დაბრუნება 20 აპრილს (217,98 ლარი)
კატოვიცე (პოლონეთი) - გამგზავრება 10 აპრილს - დაბრუნება 23 აპრილს (232,98 ლარი)
ევროპულ ქალაქებში სამოგზაუროდ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე