Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაიგეთ, შეძლებთ თუ ვერა თქვენი პასპორტით ევროპის ქვეყნებში მოგზაურობას

29 მარტი, 2017 13:33

საქართველოს მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტით შეძლებენ.  ბიომეტრიული პასპორტი 2010 წლის 15 აპრილიდან გაიცემა. დღეს საქართველოს 995 443 მოქალაქეს აქვს ბიომეტრიული პასპორტი. თუკი თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ ბიომეტრიული პასპორტი (პასპორტი მიღებული გაქვთ 2010 წლის 15 აპრილამდე), ძველ პასპორტს გამოიყენებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული გაქვთ გრძელვადიანი და ჯერ კიდევ მოქმედი ვიზა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, ბიომეტრიულ პასპორტს დამატებული აქვს ელექტრონული მატარებელი, რომელზეც დატანილია პერსონალური მონაცემები, ელექტრონული ფოტოსურათი და თითის ანაბეჭდები.

ბიომეტრიული პასპორტი  მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, რომლის გამოყენება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიკაციას და ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების ფაქტების აღმოფხვრას.

სრულწლოვანი პირისთვის ბიომეტრიული პასპორტის 10 სამუშაო დღეში დამზადება 100 ლარი ღირს, იმავე დღეს მიღება კი – ორჯერ მეტი.

პასპორტის აღებისას შეღავათები რამდენიმე კატეგორიაზე ვრცელდება.

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობა (დედანი), ორი ფერადი ბიომეტრიული ფოტო, პასპორტზე მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი, პასპორტის შეცვლის შემთხვევაში – ძველი პასპორტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^