Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრალდებული პოლიციას „ბიოს" ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს

30 მარტი, 2017 22:49

შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს. 

პაკელიანი 23 მარტს სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ბრალდებულის ადვოკატი ზურა თოდუა „ლიბერალთან“ საუბარში ჰყვება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცემის აშკარა ნიშნები აღენიშნება, ხოლო თავად ის ფაქტი, რომ მას სცემეს, ისან-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მისულმა პირებმა კამერით გადაიღეს, სადაც ისმის, თუ როგორ ითხოვს იგი პოლიციელებისგან, რომ არ დაარტყან.

„როგორც პოლიციელები ამბობენ, შოთა მათ დანახვაზე გაიქცა, წაიქცა და დაინახეს, როგორ ჩაიყო ხელი ჯიბეში და გადაყლაპა. სამი შეკვრა ჰქონდა და ერთი დარჩა ჯიბეშიო. პოლიციის განყოფილებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება 3-ჯერ გამოიძახეს. როცა კომაში ჩავარდა, მესამემ რეანიმაციულ განყოფილებში წაიყვანა, სადაც სამი დღე იყო. ამბობს, რომ პოლიციელებმა 15-20-ჯერ დაარტყეს. ექსპერტიზის ჩატარება ვითხოვეთ, მაგრამ არ გვაქცევენ ყურადღებას. დღე სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 50 დღით პატიმრობა შეუფარდა“ - ამბობს ადვოკატი „ლიბერალთან“.

მისივე განმარტებით, ბრალდებული ამბობს, რომ პოლიციელებმა მისი პატივი და ღირსება შელახეს, რადგან განყოფილებაში იგი უცხო პირების თანდასწრებით გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს.

ადვოკატის განმატებით, მისი დავის ქვეშ მყოფს პირობითი მსჯავრი „ბიოს“ შეძენა-შენახვის ბრალდებით, 3 წლის ვადით ჰქონდა შეფარდებული, საიდანაც 1 წელი მოიხადა.

პოლიციის მიერ შოთა პაკელიანის ცემას შსს-ში „ლიბერალთან" საუბარში კატეგორიულად უარყოფენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^