
თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს, ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხის მითვისებაში.