Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დარასელი: დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს

31 მარტი, 2017 12:26

დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს, - ასე აფასებს „ცენტრ პოინტის" საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსუდან კერვალიშვილის შვილი ნინო დარასელი. მისი თქმით, გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება.

„ჩვენს ოჯახზე მეტი ინტერესი, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო, ვერავის ექნებოდა. როცა მოგვარდებოდა დაზარალებულების პრობლემები, მოგვარდებოდა ჩვენი პრობლემებიც. დღეს მივაღწიეთ განადგურებულ ოჯახს და კიდევ უფრო მეტად დაზარალებულ დაზარალებულებს. აუცილებლად გავასაჩივრებთ. მგონია, რომ დიდი შეცდომა მოხდა”, - განაცხადა დარასელმა. 

„ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ამხანაგობა" თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა. დღეს სასამართლომ მათ 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^