Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►როგორც ამოვიცნოთ სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე

31 მარტი, 2017 13:30

სექსუალური შევიწროების შესახებ ვიდეორგოლი მომზადდა, რომელიც ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე - ყველასათვის ხელმისაწვდომი ელექტრონული კურსი, რომლის მიზანიც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება,  მისი პრევენცია და აღმოფხვრაა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით შეიქმნა.

კურსის პრეზენტაცია საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის აპარატთან ერთად გაიმართა.

კურსი რამდენიმე მოდულისგან შედგება, როგორიცაა:  რას წარმოადგენს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება; სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელება და კანონმდებლობა; გავრცელებული მითები სექსუალური შევიწროების შესახებ; სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენცია და მასზე რეაგირება;

როგორც კურსის  პრეზენტაციისას მომხსენებლებმა აღნიშინეს, საქართველოში სექსუალური შევიწროება ტაბუდადებულ თემად მიიჩნევა და მასზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, რომ ის, რასაც განიცდის, სექსუალური შევიწროებაა, ამიტომ ეს პრობლემა მეტწილად გაუმჟღავნებელი რჩება. 

სახალხო დამცველმა  სპეციალურ ანგარიშში „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა“ (2015), დასაქმების ადგილზე სექსუალური შევიწროება ერთ-ერთ იმ ფართოდ გავრცელებულ საკითხად დაასახელა, რომლის შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

ელექტრონული კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საჯარო მოხელეებისთვის მოამზადა, თუმცა მისი გამოყენება კერძო სექტორის დამსაქმებლებსაც შეუძლიათ. კურსი სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდზეა განთავსებული და ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: sexualharassment.ombudsman.ge.

“სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის ელექტრონული კურსი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საჯარო და კერძო სექტორის დამსაქმებლებისთვის, რათა მათ უფრო მეტად უზრუნველყონ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც დისკრიმინაცია დაუშვებელია, გენდერული თანასწორობა კი - წახალისებული. ჩვენ ვამაყობთ, რომ ეს საჯარო, ხელმისაწვდომი და უფასო კურსია, რათა მისი გამოყენება ყველა ტიპის დამსაქმებელმა შეძლოს და დისკრიმინაციის იმ ფორმის შესახებ, რომელიც ბევრ ქალს ეხება, ინფორმირებულობას ხელი შეუწყოს, - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

რამდენიმე დღის წინ  სახალხო დამცველმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წინადადებით მიმართა და  კანონმდებლობით სექსუალური შევიწროების დარეგულირებას ითხოვს.

წინადადებაში აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რომელიც  ხელს უშლის ქალებს თანაბრად მიიღონ მონაწილეობა საჯარო სივრცეში, განავითარონ პროფესიული შესაძლებლობები და მიეცეთ  დისკრიმინაციისაგან თავისუფალ გარემოში შრომის შესაძლებლობა.

"წინადადების მომზადების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სექსუალური შევიწროება, როგორც სამუშაოს შესრულებისას, ისე საჯარო სივრცეში, საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ კონვენციის ხელმოწერით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება,  რომ დააწესოს სისხლისსამართლებრივი ან სხვა სანქცია სექსუალური შევიწროების შემთხვევაში და აღნიშნული ქმედება დასჯადი გახადოს როგორც სამუშაო ადგილას, ისე საჯარო სივრცეში, "_ ამბობს სახალხო დამცველი.   

ელექტრონული კურსი „სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე“ ევროკავშირის თანადაფინანსებით შეიქმნა და საბოლოო სახე პროექტის „იძულებით გადაადგილებული პირების თანასწორი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ფარგლებში მიიღო, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ასევე ევროკავშირის დაფინანსებით ახროციელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^