Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

HRDF: ხონისა და სიღნაღის საკრებულოებმა მარტოხელა მამებისადმი დისკრიმინაციული ნორმა შეცვალეს

31 მარტი, 2017 18:08

 „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის“(HRDF) ინფორმაციით, ხონისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა არასამთავრობო ორგანიზაციის  რეკომენდაციები გაითვალისწინეს და შეცვალეს დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომელიც ერთჯერად ფულად დახმარებას მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის ითვალისწინებდა.

„ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2017 წლის 22 მარტს მიიღო ნორმატიული აქტი „სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული იქნა თქვენს მომართვაში გაჟღერებული მოსაზრება და ნაცვლად მარტოხელა დედათა ერთჯარადი ფულადი დახმარებისა გაკეთდა ჩანაწერი მარტოხელა მშობელთა ერთჯარადი ფულადი დახმარება“,- აღნიშნულია ხონის მუნიციპალიტეტის მიერ HRDF-სთვის გაგზავნილ წერილობით განცხადებაში.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 27 მაისის #18 დადგენილების თანახმად, მარტოხელა დედებისთვის გათვალისწინებულია ერთჯერადი ფულადი დახმარება, ერთ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით. გამგეობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ამ დახმარებით ცამეტმა მარტოხელა დედამ ისარგებლა.

ხოლო სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 27 იანვრის დადგენილებით, მარტოხელა დედებისთვის განსაზღვრულია ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დახმარება სამმა მარტოხელა დედამ მიიღო, ხოლო სამ მარტთან დაკავშირებით 88 მარტოხელა დედას გადაეცა საჩუქრები. 

როგორც „ლიბერალს“ „ადამიანის უფლებების განვითარების ფონდში“ განუმარტეს, მათ 25 მუნიციპალიტეტის(კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, თბილისი)  ბიუჯეტი შეისწავლეს. როგორც გაირკვა, მათგან მხოლოდ 13-ს ჰქონდა გათვალისწინებული მარტოხელა დედისთვის/მშობლისთვის დახმარება. აქედან ხუთს სოციალური დახმარება მარტოხელა მშობლისთვის ჰქონდა გაწერილი, ხოლო 8-ს - მხოლოდ მარტოხელა დედებისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ დისკრიმინაციული ნორმის აღმოფხვრის რეკომენდაციით 8 მუნიციპალიტეტს მიმართეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^