Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულიდან 57,4% გაისხნა

01 აპრილი, 2017 13:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 35 997 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა (ყველა საგამოძიებო უწყების მიერ). რეგისტრირებული დანაშაულიდან კი 20 661 გაიხსნა, რაც დანაშაულთა 57,4 %-ს შეადგენს.

რეგისტრირებული დანაშაულებიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებში პირველ ადგილზეა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ (37%), შემდეგ კი ნარკოტიკული დანაშაული მოდის (14%).

შსს-ს ინფორმაციით, 2015 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულებიდან მოიმატა ქურდობის, ოჯახში ძალადობის, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევამ, ცივი იარაღის ტარების და მკვლელობის დანაშაულმა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით გაორმაგებულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის რეგისტრირებული მაშვენებელი. თუ 2015 წელს, სამართალდამცველებმა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის 240 შემთხვევა დააფიქსირეს, 2016 წელს იგივე დანაშაულის 500 შემთხვევა დაფიქსირდა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^