Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: გიორგი გაბუნიამ 2 პრინციპი დაარღვია

01 აპრილი, 2017 22:10

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გადაცემა „კურიერ PS-ის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია, ხოლო სადავო სიუჟეტის ავტორმა მაია ლომიძემ მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) პრინციპი.

განმცხადებელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სადავოდ ხდიდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის იმ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოებზე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე  პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის ცნობით, საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^