კოლუმბიის სამხრეთ - დასავლეთით, პუტუმაიოს დეპარტამენტის ქალაქში უხვი ნალექის გამო, ადგილობრივი მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა და დასახლება დატბორა.
კოლუმბიის უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 254 ადამიანი, ხოლო ასობით ადამიანს კვლავ ეძებენ. გრძელდება დაშავებულების ევაკუაცია. პრეზიდენტმა, ხუან მანუელ სანტოსმა საგანგებო მდგომარება გამოაცხადა რეგიონში.
ფოტო: AFP news agency