Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერიამ „დინამოს" მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა დახლები გაიტანა

03 აპრილი, 2017 11:00

თბილისის მერიამ „დინამოს" მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეთა კონსტრუქციები გაიტანა. მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიორგი უკლებას თქმით, მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ,შეღავათიანი პირობებით, სხვადასხვა ბაზრებში გადანაწილდნენ.

„დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ დღეიდან მათ უკანონო ვაჭრობის საშუალება არ მიეცემოდათ. მათ ასევე იციან, რომ შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერი ბაზრის ადმინისტრაციას და დაიწყონ ვაჭრობა შეღავათიანი პირობებით. ამის შესახებ თბილისის მერიამ და ბაზრების ასოციაციამ შეთანხმებას მიაღწიეს,“- განაცხადა გიორგი უკლებამ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გარევაჭრობის პრობლემა მთელი ქალაქის  მასშტაბით მოწესრიგდება.

„დედაქალაქის მთავრობის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბაზრობების ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს  სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით ადგილებს დაუთმობს და ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და  ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^