„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გადაცემების შესარჩევად განაცხადების მიღებას იწყებს.
მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალური აპლიკაცია, რომლის შევსების შემდეგ მსურველები გადაცემების პროექტს მაუწყებლს გაუგზავნიან.
განსაზღვრულია კონკურსის მიმართულებებიც - კულტურა, შემეცნებით - საგანმანათლებლო, საბავშვო-ახალგაზრდული, შემეცნებით - გასართობი, სოციალური ტოქშოუ.
პროექტს განიხილავს სპეციალურად შექმნილი კომისია, შერჩევის პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, აპლიკანტი 5 მაისამდე მიიღებს შეტყობინებას, ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე.