საქართველოს მთავრობა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მშობლიური ენის დისტანციურ შესწავლას სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური სწავლების პედაგოგთათვის სპეციალური პროგრამა შემუშავდა, შეფასდა სწავლების ფორმა და მეთოდი, განხორციელდა პედაგოგების თეორიული და ტექნიკური გადამზადება. ასევე, ჩატარდა იმიტირებული საჩვენებელი გაკვეთილები.
მშობლიური ენის დისტანციური სწავლების პროექტი საპილოტე რეჟიმში პირველად დიდ ბრიტანეთში განხორციელდა, დღეისათვის კი მასში არაერთი ქვეყანაა ჩართული.