Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შოთა პაკელიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

03 აპრილი, 2017 14:28

შოთა პაკელიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ პროკურატურიდან დაუდასტურეს.

შოთა პაკელიანი სამართალდამცავებს ნარკოტიკული საშუალება „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებს.

„ის დაზიანებები, რომელიც შოთა პაკელიანს სახეზე აღენიშნება, წარმოუდგენელია, რომ მიყენებული იყოს დაცემისგან. ის არის წამების მსხვერპლი. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს დავასაბუთოდ“, - ამის შესახებ შოთა პაკელიანის ადვოკატი, „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ იურისტი გიორგი მახარაძე აცხადებდა.

როგორც მახარაძე აღნიშნავდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ უარყოფს, რომ მას გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება და მოიხმარა ის, თუმცა [დაკავებისას] მას ფიზიკურად ნარკოტიკული ნივთიერება თან ჰქონია. გამოძიების დაწყების პატაკის მიხედვით კი, პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ პაკელიანს თან ჰქონდა ნარკოტიკი. ვინაიდან [დაკავებისას] არ გამართლდა მათი მოლოდინი, გადაწყვიტეს, რომ ჩაედოთ ნარკოტიკული საშუალება და ცემის ფონზე მიეღოთ მისგან აღიარება.

ადვოკატი აცხადებდა, რომ შოთა პაკელიანს შეეზღუდა სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება.

„[დაკავების შემდგომ] ის აცხადებდა, რომ ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული საშუალება და ესაჭიროებოდა სამედიცინო დახმარება, თუმცა 3-ჯერ მისული სასწრაფოს ბრიგადიდან ორმა მხოლოდ დაზიანებები შეუხვია, დაუმუშავა. ხოლო უკვე მესამედ, პაკელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. პრაქტიკულად პოლიციის უმოქმედობით, სამედიცინო სერვისებზე წვდომის შეზღუდვით, ის ასევე არის წამების მსხვერპლი. ის გადარჩა და გაუმართლა მას, მის ოჯახის წევრებსაც და პოლიციასაც, გაუმართლათ, რომ არ განმეორდა ლევან აბზიანიძის საქმე“, - განაცხადა პაკელიანის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.

პაკელიანი 23 მარტს სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების განმეორებით უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენა-შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

შსს-ს განცხადებით, ბრალდებულმა დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. „ლიბერალთან" საუბარში სამინისტროში განაცხადეს, რომ ბრალდებულის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

პაკელიანის ადვოკატები საქმის დეტალებსა და მტკიცებულებების სავარაუდო დამალვაზე

ვიდეო ► რა ხდებოდა პოლიციის სამმართველოში შოთა პაკელიანის დაკავების შემდეგ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^