Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება

03 აპრილი, 2017 16:00

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება.

ქულათა სისტემა მიენიჭება როგორც საქართველოში, ასევე უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობებს. 

განხილვის პროცესში ცვლილება განიცადა ქულათა სისტემამ - რიგი საგზაო დარღვევების შემთხვევაში ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ზოგიერთ დარღვევაზე კი შემცირდა. მაგ: ავტომობილის მართვისას მობილურის გამოყენებაზე 15 ქულა 10 ქულამდე შემცირდა, ხოლო წითელზე გავლის შემთხვევისას 10 ქულიდან 15-მდე გაიზარდა. თუ ქულები განულდება, მაშინ მართვის მოწმობის მფლობელს მართვის უფლება 1 წლით შეუჩერდება და მას თავიდან მოუწევს გამოცდის ჩაბარება და მართვის მოწმობის აღება.  

შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 1 ივლისამდე პერიოდში  საინფორმაციო კამპანიას წარმართავენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^