გურიაში, სოფელ ნატანებში ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი 250 წლის წიფელი ტრანსპორტირების დროს შუაზე გადატყდა.
„რუსთავი 2-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გადაკეტილია ნატანები-ლეკურის დამაკავშირებელი გზა, რომელიც ხის დაჭრისა და ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ გაიხსნება. როგორც ცნობილია, ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კომპანიის წარმომადგენლები. ადგილობრივების თქმით, სპეციალისტები ურჩევდნენ ბიძინა ივანიშვილს, თავი შეეკავებინა ხის გადატანისგან.
250 წლის წიფელი ბიზნსმენმა ადგილობრივისგან 5000 დოლარად შეიძინა.