Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ვიცით ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ

04 აპრილი, 2017 16:40

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, წვერმაღალასა და შეკვეთილის ტერიტორიაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან დენდროლოგიური პარკის გაშენება ერთი წლის წინ დაიწყო.

პარკის მოსაწყობად საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხე-მცენარეები, მათ შორის ასწლოვანი, გიგანტური ხეები გადააქვთ.

რამდენი ხე გადაიტანეს პარკში და რამდენის გადატანა იგეგმება?

„ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაური ამბობს, რომ ამ ეტაპზე დაახლოებით 10 ხეა გადატანილი, ჯამში კი 60-მდე ხის გადარგვა იგეგმება. უძილაურის თქმით, ხეების 95% შეძენილია კერძო პირებისგან, დანარჩენი კი - სახელმწიფოსგან

რამდენი ჰექტარს მოიცავს პარკის ფართობი?

უძილაურის თქმით, პარკის ფართობი ჯერ არ არის მკაცრად განსაზღვრული.

„ძალიან რთულია წინასწარ თქმა. შეიძლება, გაიზარდოს და დაემატოს სხვა კომპონენტები. ჯერ რამდენიმე ჰექტარზეა ლაპარაკი“,  - ამბობს უძილაური

როდის დასრულდება პარკის მოწყობა?

უძილაურის განცხადებით, პარკის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2 წელი გაგრძელდება.

შეეძლებათ, თუ არა მოქალაქეებს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებული პარკის დათვალიერება?

„ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლის განცხადებით, პარკი ყველასთვის ღია იქნება.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ხეები პირველად გასული წლის მარტში  გადაიტანა. მათ შორის იყოს ასწლოვანი ხე - ტიტა, რომელიც  650 ტონას იწონიდა.  ზღვაში ხე 4 დღის განმავლობაში იყო, მისი შეკვეთილის სანაპიროზე გადატანის პროცესი კი გართულდა.  გიგანტური ხის გადატანის პროცესს პროტესტი მოჰყვა.  „პარტიზანი მებაღეები“ და სხვა აქტივისტები ცდილობდნენ შეეჩერებინათ  ხეების გადარგვის პროცესი, თუმცა ამას აქტივისტების დაკავება მოჰყვა, ტიტა კი ციხისძირიდან შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

ხეების გადატანის პროცესი დღემდე საზოგადოების ყურადღების ცენტრშია - ციხისძირიდან შეკვეთილში მაგნოლიის გადატანისას რამდენიმე საათით სარკინიგზო მაგისტრალის ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნეს. ხის გადატანამ ბათუმი-ქობულეთის გზაზე ერთ კილომეტრამდე საცობი გამოიწვია.

ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში კი, ხეების გადატანის გამო, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს  ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^