Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► გარემოვაჭრეები თავის გასაჭირზე

05 აპრილი, 2017 14:32

მარტოხელა დედა ვარ, მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, პენსია მაქვს 100 ლარი, ეს არის ჩემი და ჩემი შვილის ერთადერთი შემოსავალი, ვაგზალზე ქალის თეთრეულს ვყიდიდი, დღეში 5-6, ხანდახან 8 ლარიც მრჩებოდა. მერიამ ერთი ხელის მოსმით გამომაცალა ეს საარსებო თანხაც - ყვება მარიამ ლემონჯავა, რომელიც დღეს თბილისის მერიასთან, სხვა გარემოვაჭრეებთან ერთად აქციას მართავდა. გარემოვაჭრეები თბილისის მერისგან გარევაჭრობის დაკანონებას ითხოვენ. მათი უმრავლესობისთვის ამ გზით გამომუშავებული თანხა შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 

უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებები 19 მარტს,  მეტრო „მარჯანიშვილის“  მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მერიის განცხადებით, ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის უფლება აღარ მიეცემათ. მერიამ განნცხადებაც გაავრცელა:

„დედაქალაქის მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ბაზრობების ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  მეწარმეები, პირველი 6 თვე, საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. მათ პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ  სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და  ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ" - ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ეს პირობა მათთვის მისაღები არაა. ბაზრის ტერიტორიაზე გადასახადი მაღალია, დაახლოებით 20 ლარი:

"20 ლარი კი ჩვენი უმრავლესობისთვის ორ და სამ დღეში გამომუშავებული თანხის ოდენობაა. ამიტომ, მერიისგან გარევაჭრობის დაკანონებას ვითხოვთ, გადავიხდით ამისთვის მინიმალურ და ადეკვატურ თანხას, ოღონდ არ დავრჩეთ შემოსავლის გარეშე".

მორიგი აქცია პარასკევს, პარლამენტის შენობასთან გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^