თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმაურება, რომელიც თბილისის ზღვის განვითარების გეგმას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. ნარმანიას თქმით, ეს არის აბსურდი და იმ ყველაფრის უკუღმა დანახვა, რაც ქალაქში კეთდება. მერი აცხადებს, რომ საკრებულოში ელისაშვილს ამ ფაქტზე მკაცრად მოსთხოვს პასუხს.
„ეს არის აბსურდი, როგორიც მან გამოაქვეყნა. ამას არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან.
ძალიან საინტერესო კვლევა გავაკეთეთ და უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მის პრეზენტაციას. როგორც ჩანს, ელისაშვილს არ აწყობს ასეთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება ჩვენს ქალაქში, ის სიკეთეები, რაც კეთდება, მისი მხრიდან უკუღმა არის, როგორც წესი დანახული. მე მას ძალიან მკაცრად მოვთხოვ პასუხს დედაქალაქის საკრებულოში როდესაც მივალ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.