სპორტის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 სახეობაში სპორტული შეჯიბრებები და სპორტსმენთა საჩვენებელი გამოსვლები გაიმართება.
დაგეგმილ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპორტის ის 13 სახეობაც, რომელთაც 2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო უმასპინძლებს.
ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება და სპორტის შემდეგი სახეობები იქნება წარმოდგენილი: ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი, ხრიდოლი; უშუ, ფარიკაობა, მეკლდეურობა, აფროსნობა, მაგიდის ჩოგბურთი, ნარდი, ჭადრაკი, მშვილდოსნობა, მინი რაგბი, ბატუტზე ხტომა, ველოსპორტი, ცხენოსნობა, სუმო, პნევმატური პისტოლეტით სროლა, მინი ფეხბურთი, კალათბურთი, საავტომობილო სპორტი.