ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროპის კომისიის წინადადებას, უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა 521-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 75-მა, თავი შეიკავა 36-მა დეპუტატმა.
კენჭისყრის შემდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დაამტკიცებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი, შემდეგ კი ევროკავშირის საბჭო. ამის შემდეგ, საკანონმდებლო აქტს ხელი უნდა მოაწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
გადაწყვეტილება ძალაში შევა ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში.