საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„ახალდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრისას პრეზიდენტმა ტრამპმა საქართველოს ელჩს მისიის დაწყება მიულოცა. დავით ბაქრაძემ ამერიკის პრეზიდენტს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილსა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე გაუმახვილა ყურადღება. დონალდ ტრამპმა წარმატებები უსურვა ელჩს მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.