Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას ერთ-ერთ მიმღებ ოჯახში 5 შშმ ბავშვის ინტერესები

06 აპრილი, 2017 16:46

სახალხო დამცველი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას ერთ-ერთ მიმღებ ოჯახში 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ინტერესები. ომბუდსმენმა ოჯახი, სადაც მინდობით აღზრდაში ერთდროულად 5 შშმ ბავშვია, არაგეგმიურად შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ მომსახურების დროს არაა გათვალისწინებული ბავშვების ინდივიდუალური ინტერესები; მიმღებმა მშობელმა არ იცის დაუნის სინდრომის შესახებ, არ აქვს ინფორმაცია ფსიქო-მოტორული, ემოციური, სოციალური, კოგნიტური განვითარებისთვის საჭირო უნარებზე, არ იცის, ბავშვებთან მუშაობა და მათ ჯანმრთელობაზე ვერ ზრუნავს სათანადოდ. 

ომბუდსმენმა ასევე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვი მოინახულა. განცხადებაში წერია, რომ ამ შემთხვევაშიც "ბავშვის უფლებების რეალიზების ხარისხისა და მათთვის გაწეული მომსახურების შესაბამისობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამოა, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან მიმართებით".

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამინისტროს,  შეისწავლონ კონკრეტული ოჯახის შემთხვევა, მინდობით აღზრდის სერვისის მიწოდებისას ეფექტური მონიტორინგის პროცესი იყოს; ასევე, გაატაროს საჭირო ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარის ლ.ბ.–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^