2014-2016 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ 61 816 ლიტრი საწვავი მოიხმარეს - შესაბამისი ინფორმაცია საკრებულოდან ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა" გამოითხოვა.
ორგანიზაციის თანახმად, ყველაზე ხარჯიანი ამ მხრივ 2014 წელი იყო, როცა დასახელებულ პირებზე გამოყოფილმა საწვავის რაოდენობამ 24 909.57 ლიტრი შეადგინა, ამასთან, გასულ წელს 2015 წელთან შედარებით, საწვავის მოხმარება მცირედით გაზრდილია და ჯამში 18 815 ლიტრი შეადგინა.
„განვლილი 3 წლის განამვლობაში მოხმარებული საწვავის წილობრივად შემდეგნაირად გამოიყურება: (დღიური ნორმა დაანგარიშებულია დასვენების დღეების გამოკლებით)
1) გიორგი ტყემალაძე (საკრებულოს თავმჯდომარის I მოადგილე ) - 16 680 ლიტრი, დღე- 21,5 ლიტრი.
2) მალხაზ მჭედლიშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) – 16 053 ლიტრი, დღე - 21 ლიტრი
3) გიორგი ალიბეგაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარე) – 14 675 ლიტრი, დღე- 18 ლიტრი
4) გიორგი ახვლედიანი - (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) – 14 404 ლიტრი, დღე - 18 ლიტრი" - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.