
BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ აფეთქება ეგვიპტის კიდევ ერთ ეკლესიაში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქ ალექსანდრიაში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
რამდენიმე საათით ადრე კი ჩრდილოეთ ეგვიპტეში, ქალაქ ტანტაში, კოპტი ქრისტიანების ეკლესიაში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 40 დაშავდა. დღეს კოპტი ქრისტიანები ეკლესიებში ბზობას აღნიშანვდნენ.