ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მეთაურის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი, ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც ხმების 50%-ზე ოდნავ ნაკლები დააგროვა.
მისი მთავარი ოპონენტი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მოქმედი პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვია, რომელსაც ამომრჩეველთა, დაახლოებით, 25% უჭერს მხარს. ამის შესახებ რესპუბლიკის ამომრჩეველთა ცენტრალურ კომიტეტში განაცხადეს.
პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატებს ხმების 50%-ზე მეტი სჭირდებათ. ანატოლი ბიბილოვი ამტკიცებს, რომ მან უკვე გადალახა ეს ბარიერი და მეორე ტური აღარ იქნება. არჩევნებში აქტივობა, გასული კვირის მონაცემებით, 50%-ს აჭარბებს და ის შემდგარად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, ორშაბათს გამოქვეყნდება.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ რეფერენდუმს, ეგზითპოლის თანახმად, „რესპუბლიკისთვის“ ალანიის დარქმევის მომხრე 81,5 %-ია, წინააღმდეგი კი - 18,5 %.