Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა ცვლილებები იგეგმება აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში

10 აპრილი, 2017 12:38

დღეს საკრებულოში თბილისის მერიის აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილი პრესკონფერენცია გამართეს

მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით:

  • პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს დაემატებიან ბავშვები, რომელთა პირველადი რეგისტრაციის ადგილი თბილისია, უკვე ხდებიან 2 წლის და საჭიროებენ აუტიზმის აბილიტაციის პროგრამას;
  • პროგრამაში დარეგისტრირებულ პირებს ასევე დაემატებიან თბილისში რაიონების მიხედვით შეცვლილი რეგისტრაციის მქონე ბავშები;
  • მოცდის პერიოდი თბილისში რეგისტრაციიდან შემცირდება და 2 წლის ნაცვლად, განისაზღვრება 1 წლით (აპრილის მონაცემებით, სერვისის მომლოდინეთა სიაში 69 ბავშვია).

„ეს არის იმის მაქსიმუმი ცვლილება, რისი გაკეთებაც შეუძლია თბილისის მერიას და ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში ამ პროგრამის გატანის ადვოკატირება, რაშიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენც აქტიურად ჩავერთვებით და აუცილებლად ჩაერთვებიან აუტიზმის თემში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე წლის ბიუჯეტი 2 000 000 ლარით არის განსაზღვრული. აღნიშნული ცვლილებების პროექტი საკრებულოს წარედგინება განსახილველად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^