Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბარამიძე ნარკოპოლიტიკაზე: მივიღოთ [მარიხუანაზე] კანონპროექტი და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე

10 აპრილი, 2017 20:39

„სანამ ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობები არ არის განსაზღვრული, სანამ მაგალითად 2014 წლის განაჩენით 0.00065 გრამისთვის ადამიანი 8 წლით იხდის ციხეს, ამ პოლიტიკას ვერანაირად ვერ ერქმევა ლიბერალური“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტმა გურამ იმნაძემ განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ მარიხუანასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.

მისი თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით კანონპროექტი მისასალმებელია, მაგრამ თუ ლიბერალიზებაზე ვსაუბრობთ, აღნიშნული პირველ რიგში მძიმე ნარკოტიკების მოხმარების საკითხს სჭირდება.

„საკონტიტუციო სასამართლოში არის სხვა სარჩელებიც შესული და ელოდება გადაწყვეტილებას, მათ შორის სხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია [მარიხუანაზე] და ამას არავინ უარყოფს, ხომ არ გვეფიქრა მათ შორის იმ საკითხების მოგვარებაზეც, რაც ძალიან მალე გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი. ეს რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობებს“, - აცხადებს გურამ იმნაძე.

მისი თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კარგი მაგალითია იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოხმარებას არ მოუმატია. როგორც იმნაძემ აღნიშნა, პროკურატურის მონაცემებით, დასტურდება, რომ მაგალითად 2015 წელს აღმოჩენილი ნარკოტიკებში მარიხუანის წილი 60% იყო, 2016 წელს კი ეს წილი მხოლოდ და მხოლოდ 62%-ია. შესაბამისად, მისი თქმით, რაიმე დრამატულ ზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია, იმ პირობებში როდესაც სასჯელი ამ ნივთიერებისთვის გაუქმდა.

„ამიტომ ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო ფართოდაც შეიძლება ამ საკითხის დაყენება. მათ შორის ამის საზოგადოებრივი მზაობაც არსებობს. არცერთი სამოქალაქო აქტივისტი თუ ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკის ცვლილებას ითხოვს, არავითარ შემთხვევაში არ ითხოვს რაიმე ფორმით ნებისმიერი ნარკოტიკების პროპაგანდირებას თუ აგიტაციას. ორგანიზაციები ამას იმ გააზრებით მოითხოვენ, რომ ისინი ხვდებიან ნარკოტიკის მავნე შედეგებს და ამაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა იყოს, ვიდრე უბრალოდ დასჯა არის, უნდა იყოს ზიანის შემცირების, სამედიცინო პროგრამები, რომ ეს ადამიანები გამოიყვანონ იმ მდგომარეობიდან რაც აქვთ. ციხე ამას არავითარ შემთხვევაში არ შველის და თუ ლიბერალიზება არის აუცილებელი, ეს პირველ რიგში სჭირდება მძიმე ნარკოტიკებს“, - განაცხადა იმნაძემ.

„მე არაფერი საწინააღმდეგო იმის რასაც თქვენ ბრძანებთ, იდეაში არ მაქვს, ჩვენ აქეთკენ მივდივართ. მაგრამ მოდით ამას შევხედოთ, როგორც პროცესს“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ბარამიძემ გურამ იმნაძის კომენტარს.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა ნარკოტიკებთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოში.

„ორი წლის წინ ცოტა უფრო მკვეთრი მესიჯები იყო, რომ - ეს არაფერი არ არის, ან ის გავაკეთოთ ან საერთოდ არაფერი არ გვინდა. ახლა ამგვარი მესიჯები ნაკლებად გვესმის, მით უმეტეს ამ მესიჯებს თქვენი გამონათქვამი არ შეიცავდა, მაგრამ თუკი ამას შევხედავთ როგორც პროცესს, მაშინ არის ძალიან დიდი იმედი იმისთვის, რომ გავთვალოთ მომავალი ნაბიჯები, მოდი გავთვალოთ მომავალი ნაბიჯები, იმიტომ, რომ თუკი თქვენ მიესალმებით და თქვენ მიესალმებით ამ კანონპროპექტს, მივიღოთ ეს კანონპროექტი და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, დისკუსიების შემდეგ ეტაპზე, ეს არის ჩვენი წინადადება“, - განაცხადა ბარამიძემ.

ბარამიძე: მინიმუმ ამ ეტაპზე დეკრიმინალიზება იქნებოდა მეტისმეტად წინდაუხედავი ნაბიჯი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^