Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ნარმანია: გამწვანება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა დედაქალაქის მთავრობისთვის

11 აპრილი, 2017 17:14

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, საკრაბულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს დეპუტატებს თბილისში გამწვანების მხრივ გატარებული ღონისძიებები გააცნო. მისი თქმით, გამწვანება დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

„გამწვანება ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც დედაქალაქის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია. 2014 წლიდან დღემდე, თბილისსა და მის შემოგარენში სულ 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული. გარდა ამისა, გასულ წელს დედაქალაქში 30 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო რეაბილიტაცია 249 სკვერს ჩაუტარდა. მათ შორისაა იაპონური ბაღი ბოტანიკურ ბაღში, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი. კეთილმოვაწყეთ ვერის პარკი და სხვა სკვერები. მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები გატარდა ე.წ. „ახალ გზაზე“, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა დასუფთავების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ დედაქალაქის მასშტაბით დღეს ჯამში 18 974 ცალი ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული, აქედან 2800 ერთეული კონტეინერი შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2016 წელს შეისყიდა. მისივე თქმით, გასულ წელს შეიძინეს 30 ერთეული თანამედროვე დამხმარე საშუალება და 5 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^