Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაირა, გარმონი, დიპლიპიტო - რამდენიმე მუსიკალურ საკრავს კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

11 აპრილი, 2017 20:09

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკლოზ ანთიძის ბრძანებით, რამდენიმე ძველ მუსიკალურ საკრავს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

მათ შორისაა რამდენიმე არღანი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრშია დამზადებული გერმანიაში. ავტორი უცნობია. ისინი ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახლ - მუზეუმშია დაცული. 

მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა 4 გარმონს, რომელიც ქართული ხალხური სიმღერის და საკრავის სახლ-მუზეუმშია დაცული. მათ შორისაა, ერთი რაჭული გარმონი, რომლის ავტორიც უცნობია. 

ასევე, სიაში მოხვდა გრამაფონი, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისშია დამზადებული ამერიკაში.

დაირა -  შექმნის დრო და ადგილი უცნობია. მასალა, ზომა: ხე, ტყავი, სადაფი, ლითონი. დიამეტრი-37 სმ. დაცულია ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახ. მუზეუმში. 

დიპლიპიტო - ავტორი უცნობია. დამზადებულია 1920 - იანი წწ. კახეთში.

ედისონის ფონოგრაფი - ავტორი ტომას ედისონი. 1877 წელი. ამერიკა.

ვიოლინო - ავტორი იაკობ შტაინერი. მე-17 საუკუნე. ავსტრია.

თარი - ავტორი არტემ ხოჯოიანი. 1930 -იანი წწ. თბილისი.

კალიოპე/კალიოპა - მე-19 საუკუნე. გერმანია. დადიანების ოჯახიდან. მემორიალური (მუსიკალური ინსტრუმენტი), ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული. 

კონცერტინა - ავტორი ინგლისური ფირმა-“C. WHERTSTONE”, მე-19 საუკუნის დასასრული. ინგლისი.

მანდოლინა -არფა- ციტრა. ავტორი უცნობია. მე-20 საუკუნის დასაწყისი. ამერიკა. 

მუსიკალური ზარდახშა - მექანიკური მუსიკალური საკრავი. ავტორი უცნობია; მე-19 საუკუნე. შვეიცარია.

ორკესტრიონი -  „BONAPARTE“ - მუსიკალური კარადა. დაახ. მე-19 საუკუნე.

პატეფონი - კოლომნის პატეფონების ქარხანა. 1940 -იანი წწ. რუსეთი.

პიანოლა - ავტორი უცნობია. 1930 -იანი წწ. გერმანია.

ფანდური - ავტორი უცნობია. 1900-იანი წწ. ქართული.

ფისჰარმონია - ავტორი უცნობია. 1950 - იანი წწ. გერმანია.

ფლეიტა - ავტორი უცნობია. მე-20 საუკუნის დასაწყისი, ჩეხეთი.

ქამანჩა - ავტორი უცნობია. მე-20 საუკუნის დასაწყისი. აღმოსავლური.

ყანუნი (კანონ) ქიენუნ - ავტორი უცნობია. 1919 წელი. ქ. სტამბული.

ჩონგური - ავტორი კაპიტონ ცანავა. ქართული.1940 - იანი წწ. ზუგდიდი.

ციტრა - ავტორი უცნობია.გერმანული.

წიკო-წიკო (ბუზიკა) - ავტორი მაცაკ ბაბლუმოვი. ქართული. 1943-44 წელი. ქ. თბილისი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^