Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების აკრძალვის დაშვების წინადადებით მიმართეს

11 აპრილი, 2017 23:49

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის" დირექტორმა ზვიად ტომარაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლითაც იგი უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობის კანონის დონეზე დაშვებას მოითხოვს.

ტომარაძე მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონს შემდეგი ჩანაწერი უნდა დაემატოს:

„სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე ასევე შეუძლია აკრძალოს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოდან, უცხოური სამეწარმეო ან არასამეწარმეო ორგანიზაციიდან ან უცხოელი მოქალაქისგან მიღებული გრანტის ფარგლებში ახორციელებს გრანტის გამცემის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ", - ნათქვამია წინადადებაში.

ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი წინადადების განხილვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^