Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელისო კილაძეს სასამართლომ ეკა ბესელიას სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა დააკისრა

12 აპრილი, 2017 21:36

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას სარჩელი მოპასუხე ელისო კილაძის მიმართ.

"მხარეებს შორის დავის საგანს გავრცელებული ცილისმწამებლური ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ინტერვიუების მიცემისას, ელისო კილაძემ ეკა ბესელიას მიმართ გაავრცელა ცილისმწამებლური განცხადებები, კერძოდ, პატიმრებისგან, მათ შორის - ე.წ. „კოკაინის საქმეზე“ მსჯავრდებული პირებისგან, პოლიტპატიმრების სიაში შესაყვანად, ასევე მათი შეწყალებისთვის, გარკვეული გასამრჯელოს მიღების შესახებ. სხვა სადავო გამონათქვამები, სიტყვები, რაც იმავე პერიოდში რამდენიმე ტელეეთერის მეშვეობით გაავრცელა ელისო კილაძემ, სასამართლოს მიერ შეფასდა როგორც მოპასუხის აზრი, შეხედულება და არა - როგორც ცილისმწამებლური განცხადება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე ელისო კილაძეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებაში - „კურიერი 3 საათზე“, ამ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება დაევალა. მასვე, ეკა ბესელიას სასარგებლოდ, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა დაეკისრა (ნაცვლად მოსარჩელის მიერ მითითებული - 20 500 ლარისა).

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში." - ნათქვამია განცხადებაში რომელსაც საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^