
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და თაღლითობის ჩადენის ფაქტზე, ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
„გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულ მეწარმეებს, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების საფუძველზე, ვალდებულება ჰქონდათ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები მოემარაგებინათ უმაღლესი ხარისხის კარაქით. ბრალდებულებმა, შემოსავლის გაზრდისა და დანახარჯის შემცირების მიზნით, რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ათეულობით საბავშვო ბაგა-ბაღს უმაღლესი ხარისხის კარაქის ნაცვლად, ეტაპობრივად მიაწოდეს იაფფასიანი მცენარეული ცხიმებისაგან დამზადებული სპრედი, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.