Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფლანგვის დეტექტორი: თბილისის საკრებულოს 35 მანქანა ემსახურება, ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოს - არც ერთი

13 აპრილი, 2017 15:00

„თბილისის საკრებულოს 35 მანქანა ემსახურება, ხოლო ლონდონის წარმომადგენლობით ორგანის (Greater London Authority) - არც ერთი“,- ავტომობილების შენახვის ხარჯი თბილისის საკრებულოდან ფლანგვის დეტექტორმა გამოითხოვა. მათივე ცნობით, 2016 წელს თბილისის საკრებულოს ბალანსზე არსებული მანქანების შენახვა ბიუჯეტს 104 396 ლარი დაუჯდა.

„დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის საკრებულოდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წევრები და თანამშრომლები სამსახურებრივი მანქანებით ან სხვა რაიმე ტიპის დამატებითი ბენეფიტებით სახელმწიფოსგან არ სარგებლობენ. ასევე ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ლონდონის მერი და კოლეგიის სხვა წევრები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

ლონდონის გზა ჯამურად 14 794 კმ-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც მთელი საქართველოს ქალაქებისა და სოფლის გზა 13 446 კმ-ს მოიცავს ( 2015 წლის მონაცემი, სავტომობილო გზების დეპარტამენტი). მოსახლეობის რაოდენობა - 8,63 მილიონი ადამიანი, რამდენჯერმე აღემატება თბილისისა და მთლიანად საქართველოს პოპულაციას. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებისა და ფინანსური რესურსების მიუხედავად, ლონდონის საკრებულოს წევრები პირადი ავტომობილების გარეშე ახერხებენ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებას, თბილისელი კოლეგებისგან განსხვავებით“, - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^