Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საკანონმდებლო წინადადება - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღედ გამოცხადდეს

13 აპრილი, 2017 18:13

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღეს დათა გვასალიას, დავით გოგლიჩიძის, ანი დარსალიას, ზურა მახარაძის, ირაკლი ქოქოსაძის, მარიამ ონეზაშვილის, ბაჩანა ჭანტურისა, არჩილ შველიძის საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომელიც 18 მაისის ეროვნული სამოსის დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

როგორც ინიციატივის ავტორებმა განმარტეს, ეროვნული სამოსის დღეს კარნავალის სახე ექნება და კოსტუმირებულ მსვლელობაში ქართველების გარდა, თავისი ეროვნული სამოსით ნებისმიერი ეროვნების ადამიანი შეძლებს მონაწილეობას.

„ღონისძიების მიზანია 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ქუჩები ღია ცისქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად ვაქციოთ და მოსახლეობა ქუჩაში მათთვის სასურველი ისტორიული სამოსით გამოვიყვანოთ, რა თქმა უნდა სურვილის შემთხვევაში. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას შეძლებენ“,- განმარტეს მათ.

ინიციატივის ავტორთა განმარტებით, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე თბილისის გარდა, 25-ზე მეტ ქალაქში ჩატარდება. დაიგეგმება გამოფენები, კოსტიუმირებული აღლუმები, კონცერტები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამ დღეს აღნიშნავენ ქართული დიასპორებიც. მათივე განმარტებით, ამ დღის აღნიშვნა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას, უცხოური მედიის დაინტერესებას, ქართული რეწვის წარმოების გაზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. 

საკანონმდებლო წინადადების ავტორის, დათა გვასალიას განმარტებით, გასულ წელს ეროვნული სამოსის დღე უკვე აღინიშნა, როგორც თბილისში, ისე რამდენიმე რეგიონში, იდეას facebook გვერდზე 96 000-მდე მომწონებელი ჰყავს, რაც მისი თქმით, აღნიშნული დღისადმი საზოგადოების დაინტერესებას ადასტურებს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა პარლამენტმა მიიღოს, ვინაიდან „ეროვნული სამოსის დღის აღნიშვნას მყარი საფუძველი გააჩნდეს და ტრადიციად იქცეს“.

კომიტეტის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. საერთაშორისო გამოცდილების გასაცნობად და დამატებითი კონსულტაციებისთვის კომიტეტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო წინადადება შემდეგი სხდომისთვის გადადო.

კომიტეტის წევრის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მიესალმება ახალგაზრდების ინიციატივას, თუმცა დეპუტატს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, პარლამენტის მიერ ამ დღის ოფიციალური დადგენა.

„როდესაც ვხედავ, რომ ასიათასამდე ახალგაზრდა გაერთიანებულია იმ იდეის გარშემო, რომელიც ეროვნული სამოსის დღის დაწესებას, ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას ეხება და ასევე ვხედავ, რომ ადგილობრივ წარმოებასაც შეიძლება შეეწყოს ხელი და შემოქმედებითი ინდუსტრია განვითარდეს, პირადად მე მხარს დავუჭერ ამ ინიციატივას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^