შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტესტირებისთვის მარიხუანის მოხმარების დასადგენ 15 000 ცალ ტესტს ყიდულობს. გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 500 ლარია.
ამასთან, შსს ასევე ყიდულობს სინთეზური კანაბინოიდების აღმომჩენ 25 000 ტესტს. აღნიშნული ტენდერის საერთო ღირებულება 62 500 ლარია.
საერთო ჯამში, შსს მარიხუანისა და სინთეზური კანაბინოიდების 40 000 ტესტისთვის 85 000 ლარს დახარჯავს.
შსს-მ ორივე ტენდერი 13 აპრილს გამოაცხადა და წინადადებების მიღების ბოლო ვადა 4 მაისს იწურება.