საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ირანის მხრიდან ქართული დიპლომების აღიარების საკითხზეც იყო საუბარი და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალში გაგრძელდება.
„შევთანხმდით, რომ გავაღრმაოთ ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. საქართველო დაინტერესებულია უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანელელებს. ამას ძალიან შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ დღეს ჩემს კოლეგასთან და ამ საკითხზე მუშაობას შესაბამისი უწყებები მომავალშიც გააგრძელებენ“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.