რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი სააღდგომოდ რეგიონებში სასწრაფოსთვის მიმართვიანობის სტატისტიკას ავრცელებს.
მათი თქმით, 14-16 აპრილს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სულ 6 290 გამოძახება დაფიქსირდა.
ცენტრის მონაცემებით, მწვავე ვირუსული ინფექციების მოტივით სასწრაფო დახმარების ცენტრში 530 გამოძახება დაფიქსირდა; ავტოსაგზაო შემთხვევის - 60, ხოლო ზოგადი ინტქოსიკაციის - 35 ფაქტი აღინიშნა.
რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი თბილისისა და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და მოსახლეობის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას 206 ეკიპაჟი ემსახურება.