Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია

19 აპრილი, 2017 13:41

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყებში რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით განმარტავენ, ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინიელი და საქართველოს 1 მოქალაქე. 

„პანამის დროშის სატვირთო გემი Geroi Arsenala (8727604) შავ ზღვაში 2017 წლის 19 აპრილს გამთენიისას ჩაიძირა. მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ეკიპაჟის რამდენიმე წევრი არის უგზო-უკვლოდ დაკარგული. სამაშველო ოპერაციას აწარმოებს რუსეთის საგანგებო სიტაუციების სამინისტრო, ჩართულია 13 ერთეული მცურავი საშუალება. დადასტურებულია ნოვოროსისკის სამაშველო სამსახურის მიერ, რომ ეკიპაჟის ერთი წევრი, უკრაინის მოქალაქე არის გადარჩენილი, ხოლო ეკიპაჟის დანარჩენი წევრების ძებნა მიმდინარეობს. რუსეთის ზღვისა და საზღვაო ტრანსპორტის ფედერალური ადმინისტრაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ეკიპაჟის წევრებს შორის არიან 9 რუსი, 2 უკრაინიელი და საქართველოს 1 მოქალაქე, რომელიც ბოცმანია. 

გემი 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა საქართველოში, კერძოდ, ფოთის ნავსადგურში და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. 

გემი თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაა”, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

შავ ზღვაში სატვირთო გემი  “Герои Арсенала“ ჩაიძირა. სააგენტო „რია ნოვოსტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით ეკიპაჟის 7 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. 

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით ბორტზე სულ 12 ადამიანი იყო, 2 რუსი, 9 უკრაინელი და ერთი საქართველოს მოქალაქე. სატვირთო გემს მარცვლეული გადაჰქონდა როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით.

ყირიმში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხდა, რომ რამდენიმე სამაშველო გემი და ვეტრმფენი გაიგზავნა ტერიტორიაზე, საიდანაც SOS სიგნალი მიიღეს. 

საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში ბორტზე საქართველოს მოქალაქის დაკარგვის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^